10/11/2022
14:57
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს და ამაზე შემოთავაზებაც არ ყოფილა.
მისივე თქმით, არავინ ყოფილა არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ვადებთან დაკავშირებით იყო.
"არა, არ განვიხილავ. არ ყოფილა შემოთავაზება, მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ რეალურად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი მეგობრების საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა, მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, არც განმიხილავს, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი, რომ, მათ შორის პარლამენტში და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს".- ამბობს დეკანოიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა, დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ ვინმეს მოუნდება, ამის შესაძლებლობა ექნება.
"რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, დემოკრატიული პროცესია და ვისაც მოუნდება, ვინც შესთავაზებს პარტიას იმ გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ტრანსფერი, რა თქმა უნდა, ყველას ექნება საშუალება.
არჩევნებზე ხშირად გვისაუბრია, ობიექტური უნდა ვიყო, რომ ნიკას ინიციატივა იყო თავიდანვე არჩევნები და გვქონდა ძალიან კონკრეტული პოზიცია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ საუბარი იყო ვადებზე, ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ვადებზე".- ამბობს ხატია დეკანოიძე.
0
0