11/11/2022
13:33
პოლიტიკა
“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი გიორგი მუმლაძე პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც თავად განმარტავს, არჩევნებში მონაწილეობის მიზანია "უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია" და “პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი” სრულად ჩამოაშოროს პარტიის მართვას.
"გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში! ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას!
ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!
მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!
პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!", წერს მუმლაძე.
გიორგი მუმლაძე დებატებში იწვევს ნიკა მელიას და მადყოფნას აცხადებს, რომ მხარდამჭერები დაარწმუნოს, “რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები”.
მივმართავ ერთიან ნაციონალური მოძრაობას, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!" - წერს მუმლაძე.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი “ნაცმოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემაც დღეს გამოთქვა.
0
0