
პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის ოთახში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. თანაფრაქციელები ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლე საბჭოში, "ქართული ოცნების" ფავორიტ კანდიდატებს.
არსებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ ენმ ბრიფინგს გამართავს და ცნობილი გახდება, გარიცხავენ თუ არა ფრაქციიდან დეპუტატებს.
ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ის რაც დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს, არის "თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან" და ვეღარ ხედავს ამ ადამიანების ადგილს ფრაქციაში:
"მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში" ამბობს თინა ბოკუჩავა
შეგახსენებთ, სახელდება ენმ-ის ფრაქციის იმ დეპუტატების გვარები,რომლებმაც დღეს "ოცნების" ფავორიტ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი. ესენი არიან - ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუკი ქარდავა, ნატო და როსტომ ჩხეიძეები, დილარ ხაბულიანი.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026