
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია დაიწყო.
სასწავლო კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ. ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პროფესიონალები.
სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთების პროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში; ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებით; იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორც შინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები; ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა და პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
სასწავლო კურსზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://entc.ge/ka/application_form
0
0