
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნულ პერიოდში საკრებულოს მუშაობის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას საკრებულოსა და ბიუროს სხდომების, მიღებული აქტებისა და ფრაქციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, როგორც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრმა, აღნიშნული კომისიების მუშაობის სპეციფიკისა და განხილული საკითხების შესახებაც ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გამართულ იმ საერთაშორისო შეხვედრების შესაღებ მიაწოდა ინფორმაცია, როლებშიც თავად მონაწილეობდა. მათ შორის იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა.
გარდა ამისა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში გაწეული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა. ზურაბ აბაშიძე ათეას მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე უმრავლესობის მხარდაჭერით პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს და მან უკვე ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის რანგში ათეას აღმასრულებელი საბჭოს სხდომებში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე ზურაბ აბაშიძე წყლის მომავლის ფორუმსა და საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა.
ზურაბ აბაშიძემ მოწვეულ სტუმრებს, საკრებულოში გაწეული საქმიანობის გარდა, მთაწმინდის სამაჟორიტარო ბიუროს საქმიანობაც გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში მან შეხვედრა 370 მოქალაქესთან გამართა, აქედან 93 მოქალაქეს მედიკამენტების დაფინანსების საკითხში დაეხმარა, 63 ადამიანს კი მიზნობრივი ფინანსური დახმარების მიღებაში გაუწია შუამდგომლობა. ამას გარდა, ზურაბ აბაშიძე მოქალაქეებს არაერთი სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა თავის ანგარიშში სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში ასფალტის საფარის მოწესრიგების, წყალარინების ქსელების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ კოჯრისა და ტაბახმელის საგზაო მონაკვეთებზე ასფალტის საფარი ჯამში 18 262 კვადრატულ მეტრზე დაიგო. ამას გარდა, ტაბახმელასა და ოქროყანაში რამდენიმე მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები დამონტაჟდა და მთაწმინდის რაიონს შემოერთებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული და სპორტული სივრცეებიც მოეწყო.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა მისამართზე გარემონტდა სახურავები, ლიფტები, სადარბაზოები და სხვ.
ზურაბ აბაშიძე მოსახლეობას მთაწმინდის რაიონში დასრულებულ მნიშვნელოვან პროექტებზეც ესაუბრა. მან განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში გრიბოედოვის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც 15 ოჯახს საცხოვრებელი პირობები
0
0