როცა ცდილობენ შეურაცხყონ ყველაფერი, რაც ასე მიყვარს, რისიც ასე მჯერა, ნუ ელოდებით ჩემგან ნურავის ლანძღვას. ვცდილობ, განსაკუთრებით ვილოცო მათთვის, ვინც არ იცის, რას აკეთებს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, 1995-2013 წლებში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის დეპარტამენტის უფროსი ენძელა მაჭავარიანი წერს.
„მიყვარს წმიდა სამების საკათედრო ტაძარი!
ქართველი ერის დიდებული ავტოპორტრეტი - მიძღვნილი
ქრისტეშობის 2000,
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალის 1500,
საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი!
საქართველოს
პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
ლოცვა კურთხევით,
უდიდესი ქველმოქმედისა და მოღვაწის
ბიძინა ივანიშვილის
მატერიალური შემწეობით,
მშენებლებისა და მშენებლობაში მონაწილე ყველა ადამიანის თავდადებული შრომით
აშენდა ეს დიდებული ტაძარი.
,,ათასწლეულის მშენებლობა" უწოდა მას პატრიარქმა. ესაა უზენაესის მაღალი ნება და მარად ასე იქნება!
თითქმის 29 წელია აქ ვარ.
აქ მივიღე პირველი ზიარების მადლი,
აქ ვიგრძენი, რომ უფალი თავად სიყვარულია...
აქ მივხვდი, რომ ყველა მიყვარს, და შემთხვევით არ ვცხოვრობთ
ერთ დროსა და სივრცეში!
ამიტომ, როცა მეკითხებით,
რას ვფიქრობ, ან რას განვიცდი,
როცა ცდილობენ შეურაცხყონ ყველაფერი, რაც ასე მიყვარს,
რაც ასე მჯერა, ნუ ელოდებით ჩემგან
ნურავის ლანძღვას.
ვცდილობ,
განსაკუთრებით ვილოცო მათთვის, ვინც არ იცის, რას აკეთებს!
მთელი გულით შევთხოვ უფალს, მოიღოს ჩვენზე მოწყალება, გაგვაძლიეროს რწმენაში, გვაშოროს ბოროტებას, მოგვმადლოს სიკეთე, მიტევება და სინანული!“, - წერს ენძელა მაჭავარიანი.
0
0