
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძე გერმანიის მინისტრის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და დედაქალაქის მერს "ენაწაგდებულს" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი კალაძეს ახსენებს, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრად არავის აურჩევია და უმჯობესი იქნება, თუ თბილისის მოუგვარებელ პრობლემებს მიხედავს.
თბილისის მერი ხელფასს იღებს იმისთვის და ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ თბილისის პრობლემები მოაგვაროს. საგარეო საქმეთა მინისტრად კი არ აურჩევია არავის. მითუმეტეს, იმისთვის კი არ აგვირჩევია, რომ წაიგდოს ეს ენა და იტლიკინოს აქეთ-იქით უპრაგონოდ, როგორც ლაპარაკობს. ვინ ეკითხება მაგას ან გერმანიის პოლიტიკას, ან ევროკავშირის პოლიტიკას. წადი, რა მილებს მიხედე და იმას მიხედე, რომ სანიაღვრე არ არის არსად. ენას კბილი დააჭიროს, - ამბობს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. ამ განცხადებიდან მალევე გერმანიის ელჩმა საქართველოში კალაძეს სოციალური ქსელით უპასუხა: "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა"- დაწერა ფიშერმა.
მინისტრი, რომელიც კალაძემ გუშინ გალანძღა, დღეს უკვე საქართველოს საკითხს ლუქსენბურგში დააყენებს, სადაც ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭო იკრიბება.
0
0