03/12/2022
10:27
პოლიტიკა
"ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე უნდა ეთქვა, რა იყო ის პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში დაიწყებდნენ თანამშრომლობას, მაგალითად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის ნაცვლად, სამუშაო პროცესში ჩაერთვებოდნენ და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირთან გავიდოდით არა ცალ-ცალკე , არამედ ერთად შეთანხმებული პოზიციით, რაც ახლა, ამ ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილის გათავისუფლება ამის ნაწილია." - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, რა შეეხება „ემპათიას“ და მის დასკვნას, ეს არის “ბოდვა”.
"ციხიდან გაშვება, იცით, რას ნიშნავს? კაცი ექვს თვეში უნდა მოკვდეს. ნუთუ მართლა გვინდა, ისე გავუშვათ, რომ ექვს თვეში მოკვდეს? ამ დასკვნებში ბოდვა წერია. არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა, მით უმეტეს, 3 ათას გვერდიანის, და საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ. ამის გამო არის ეს მდგომარეობა. ჩემი აზრით, ძალიან არაკომპეტენტურები არიან. თვითდაზიანების პროცესია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან.
0
0