
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
როგორც ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს მე ვიხილე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ შპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გაწერილია ჰელსიკის პრინციპებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები და გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე“, – წერს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელ X-ში.
0
0