13/01/2025
01:26
სამართალი
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება ხელწერილის საფუძველზე, ქობულეთის სამმათველოდან მოხდა.
ასევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძეც.
ორივე პოლიტიკოსი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე რვა პირი დააკავეს.
მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
როგორც ცნობილია, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერების გაკვრას შეეცადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ასევე დაკავებული იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე.
ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. "ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.
0
0