აჭარის მთავრობის სახლთან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს - ხმაური და დაპირისპირება ბათუმში
12/01/2025
21:10
სამართალი
A-
+A
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა.
კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ის სავარაუდოდ, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა. არიან თუ არა დაკავებულები ხოშტარია და კირთაძე. "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.
ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.
სავარაუდოდ დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა.
0
0
463
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%