მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა განხორციელდა. ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კი მოსკოვიდან, ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით მოხდა.
საუბარია 30 000 ფუნტზე. გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ელენე ხოშტარია და დაწერა, რომ სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლებიდან ჰონორარი ოჯახს სხვადასხვა ქვეყნიდან ერიცხება.
საკითხზე ისაუბრეს მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ხოშტარიასთვის რუსეთიდან მიღებული ფული, უცხო არ არის.
"ელენე ხოშტარიას არაფერი რუსული რომ არ მოსწონს, როგორც ჩანს, მხოლოდ რუბლთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს. ეს როგორი პოზიციაა, რა დამოკიდებულებაა საკუთარი ქვეყნის მიმართ?! ელენე ხოშტარია არის პირდაპირ მიბმული რუსულ ფულზე, პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან რაიმე სახის დემაგოგია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაღაცა არის რუსული და რაღაცა არა, არის ღიმილის მომგვრელი, რადგან ფაქტია, რომ რუსული რუბლის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გააჩნიათ ხოშტარიებს," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
0
0