
ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, რეალურად კი, ეს არის კონკრეტული დანაშაულის რომანტიზება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი იხილა, მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ელენე ხოშტარიას ქმედება ვიღაცისთვის ვარდისფერი სათვალიდან ყურებაა, ვიღაცისთვის რომანტიზება, მაგრამ რეალურად, ეს რომანტიზებაა კონრეტული დანაშაულის. მნიშვნელობა არ აქვს, ბანერი რომელი პარტიის კუთვნილებაა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტი ვიხილეთ. მისი მხრიდან იაფფასიანი მცდელობაა, რომ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. როცა სათქმელი აქვთ და მოსახლეობისთვის შესათავაზებელი, რაც უნდა გააკეთო, იაფფასიანი გზაა – „რუსულის“ იარლიყი მოაწებო. ვინმე თუ რუსულია ან რუსეთთან ასოცირდება, ამ ადამიანის მხრიდან ასეთი ქმედებები ღიმილისმომგვრელია. მათთვის ზღვარი და მორალი არ არსებობს, თუმცა „რუსული“ თავიან რიგებში მოიკითხონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0