დაჯგუფება „უკანასკნელი თაობის“ აქტივისტებმა გერმანიაში მორიგი საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით, მათი სამიზნე ლაიფციგის აეროპორტი გახდა. რამდენიმე დემონსტრანტმა აეროპორტის ტერიტორიაზე შეაღწიეს და საკუთარი ხელები ასაფრენ ბილიკს მიაწებეს. შედეგად გადაიდო როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ფრენები. აქტივისტები ითხოვენ, რომ გერმანიამ წიაღისეული საწვავის გამოყენება უნდა შეწყვიტოს.
ბოლო დღეების განმავლობაში დაჯგუფების წევრებმა ანალოგიური აქციები ფრანკფურტისა და კიოლნის აეროპორტებშიც გამართეს.
„უკანასკნელი თაობა“ 2021 წელს შეიქმნა. მისი წევრები აცხადებენ, რომ უკანასკნელ თაობას წარმოადგენენ, რომელიც დედამიწაზე კლიმატურ კატასტროფამდე ცხოვრობს.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026