
ეკო-კამპანიის მონაწილემ, ყოფილმა მებათქაშემ, ოლი რაშმა საბერძნეთის კუნძულ ითაკას გარშემო, საქველმოქმედო მიზნით, უწყვეტი ცურვა დაასრულა. ოლი რაშის განცხადებით, 60 კმ მანძილზე ცურვის შედეგად მიღებული თანხა ზღვისპირა ზონების პლასტმასისგან დასუფთავებისთვის შემუშავებულ პროექტებს მოხმარდება.
ოლი რაშმა კუნძულ ითაკას გარშემო ზუსტად 19 საათი და 41 წუთი იცურა.
"ძლიერი ტალღების ფონზე, ეს იყო დაუნდობელი ბრძოლა ბუნების ელემენტებთან, ზღვის ავადმყოფობისა და მედუზებთან „შეტაკებების“ ჩათვლით. ნამდვილად რთული პროცესი იყო, მაგრამ ცურვის შეწყვეტა არ მინდოდა. პლაჟის დასუფთავების მიზნით, კუნძულზე რამდენიმე დღით დარჩენას ვაპირებ, ასევე პლასტიკური მასალით გარემოს დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლებისა და საფეხბურთო კლუბების მონახულება დავგეგმე," - თქვა ოლი რაშმა.
ოლი რაშმა დასძინა, რომ მსოფლიო რეკორდსმენის სერტიფიკატის მისაღებად განაცხადის შევსებას აპირებს.
მანამდე, ოლი რაშმა კუნძულ უაიტისა და გრანდ კაიმანის არქიპელაგის გარშემ
ო 161 კმ მანძილზე რეკორდულ დროში - 37 საათში - გაცურა.
ოლი რაშის გარემოს დაცვის ორგანიზაციამ Project Planet Earth-მა ზღვისპირა ზონების პლასტმასისგან დასუფთავებისთვის შემუშავებული პროექტების მხარდასაჭერად უკვე 56,500 ფუნტზე მეტი შეაგროვა.
0
0