14/12/2024
17:45
საზოგადოება
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ამ წუთებში ლოცვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დეკანოზი შალვა (კეკელია) სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდის.
აღნიშნულით იგი გუშინ ტაძართან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
„ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ეკლესია ვერასდროს იქნება ან ერთი, ან მეორე მხარე. ეს ჩვენი მხრიდან წარმოუდგენელია. ორივე მხარეს ჩვენი შვილები არიან. პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩემთან მოვიდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მე მათთვის ვლოცულობ და ძალიან მიყვარს, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან“, - განაცხადა მამა შალვამ.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - განაცხადა დეკანოზმა, შალვამ (კეკელია).
0
0