
„თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორეისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამუშაო შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ჩატარდა იმისთვის რომ ევროკომისიას თავისი მიკერძოებული და ობიექტურობას მოკლებული გადაწყვეტილებები გაემართლებინა.
„ეს სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა იმ საკითხების განხილვას, რომლის გამოც უვიზო მიმოსვლა შეჩერდა დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის.
რა თქმა უნდა, ეს თემა თავიდანვე პოლიტიკური საბურვლით იყო შემოსილი იმიტომ, რომ არავითარი ლეგიტიმური და ტექნიკური პირობები არ არსებობდა იმისთვის, რომ რეჟიმი შეჩერებულიყო დიპლომატიური, თუ ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებისათვის. თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი და ცხადია, რომ ეს მექანიზმი - სამუშაო შეხვედრა მოგონილია იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც თავადვე შევიდნენ,“ - განცხადა ეკა სეფაშვილმა.
0
0
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
12/06/2026