17/05/2023
21:04
სამართალი
"ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ეკა არ დარჩება მარტო... დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს და სააპელაციოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ტელეწამყვან ეკა კვესიტაძისთვის “რუსთავი 2”-სთვის გადასახდელი ჯარიმა ძალაში დატოვა.
“რ2-დან უკანონოდ გამოგდებულ ეკა კვესიტაძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ იქით დააკისრა 12 000 ლარი ”რ2"-ის სასარგებლოდ. ორივე ეპიზოდი არის ქვეყნის გამორჩეული კრიტიკული ხმის პოლიტიკური დევნა და მოითხოვს მკაფიო და ხისტ რეაქციას.
პირადად მე, როგორც "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს.
ნიკა #212", - წერს ნიკა გვარამია.
როგორც ცნობილია, სასამართლომ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს "რუსთავი ორისთვის" 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა - სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
0
0