
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა.
„მჯეროდა, უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.
მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი. რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა. საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.
სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი – სამართალი.
ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა“, – წერს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებოდა და მის მეუღლეს, ეკატერინა ივანიშვილს მიმართა. დღეს კი, კატერინა ივანიშვილმა ეკა კუპატაძის მიმართვას უპასუხა.
0
0