28/12/2023
10:49
მსოფლიო
პარიზში ეიფელის კოშკი პერსონალის გაფიცვის გამო ვიზიტორებისთვის დაიხურა. პერსონალი მმართველ კომპანიას უჩივის, რომ ის მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და კოშკის ტექნიკურ მომსახურებასა და მის რემონტს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გაფიცვა პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. აქციის მონაწილეთა თქმით, კოშკის მენეჯმენტი არასწორად აფასებს ვიზიტორთა რაოდენობას, ვინც პარიზის ამ ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად მიდის და ეიფელის კოშკის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ თანხებს, რათა ის ნორმალურ მდგომარეობაში იყოს შენარჩუნებული. გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ტექნიკური პრობლემების იგნორირება გაგრძელდება, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კოშკი ტურისტებისთვის შეიძლება საერთოდ დაიხუროს.
გაფიცვა პარიზის ამ ღირსშესანიშნაობის შემქმნელის გარდაცვალების 100 წლისთავთან იყო დაკავშირებული. ინჟინერი გიუსტავ ეიფელი, რომელმაც კოშკი 1889 წელს ააგო, 1923 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. ამ დღესთან დაკავშირებით, გაფიცვის მიუხედავად, ეიფელის კოშკთან კონცერტი გაიმართა.
0
0