11/04/2023
11:44
მსოფლიო
„გასული კვირის ბოლოს ინტერნეტში აშშ-ის გრიფით საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ ირკვევა, რომ ომის დასაწყისში, ეგვიპტე რუსეთისთვის დაახლოებით 40,000 რაკეტის ფარულად გაგზავნას გეგმავდა. პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, სავარაუდოდ, ბრძანება გასცა იარაღის წარმოებისა და რუსეთში მისი ტრანსპორტირების შესახებ,“ - წერს The Washington Post-ი.
დოკუმენტის ნაწილში, რომელიც 17 თებერვლით თარიღდება, შეჯამებულია პრეზიდენტ ალ-სისისა და ეგვიპტის მაღალჩინოსნებს შორის სავარაუდო საუბრები.
გამოცემაში წერია, რომ საიდუმლო დოკუმენტში განსაზღვრულია რუსეთისთვის საარტილერიო ტყვია-წამლისა და დენთის მიწოდების გეგმები. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის პრეზიდენტმა ოფიციალური პირები გააფრთხილა, რომ რაკეტების წარმოება და რუსეთში მათი ტრანსპორტირება გაასაიდუმლოონ "დასავლეთთან პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.“
Sky News-მა ვერ დაადასტურა, რომ ეს დოკუმენტები ავთენტურია. თუმცა, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთ ამერიკულ საინფორმაციო გამოცემას განუცხადეს, რომ ისინი რეალურია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაც.
0
0