
„ოდესის მხრიდან ამ ნაღმის მოხვედრა ბუნებრივია, ძალიან რთული და თეორიულად წარმოუდგენელია. უფრო მეტად რუსულ ნაღმებზე გვაქვს ეჭვი“, - ამის შესახებ ჰიბრიდული ომების მკვლევარმა, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს წარმომადგენელმა და ტელერეჟისურის სპეციალისტმა დავით ძიძიშვილმა განაცხადა.
ძიძიშვილი აცხადებს, რომ ხვალვე რომ აღმოაჩინონ ეს ნაღმები ზღვაში, საქართველოს განაღმვის ფუნქციის მატარებელი ხომალდები არ ჰყავს და დახმარებისთვის თურქეთს უნდა მიმართოს.
მისი თქმით, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაღმი იყოს ყირიმის მხრიდან ან აზოვის ზღვიდან მოწყვეტილი.
„ნაღმის აღმოჩენის შემდეგ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი და გაეცა პასუხი სავარაუდო საფრთხეებთან დაკავშირებით. ასევე, უნდა ეთქვა თუკი რაიმე მსგავს აღმოაჩენენ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები და ვის უნდა დაუკავშირდნენ.
ოდესის მხრიდან ამ ნაღმის მოხვედრა ბუნებრივია, ძალიან რთული და თეორიულად წარმოუდგენელია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაღმი იყოს ყირიმის მხრიდან ან აზოვის ზღვიდან მოწყვეტილი, რომელიც აღმოსავლეთის წრეში, მიმოქცევისას შავი ზღვის, თავისუფლად შეიძლება შემოსულიყო და მათ შორის, მოსულიყო საქართველოს სანაპიროებამდე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბათუმში სადაც ეს აფეთქება მოხდა, იქიდან ძალიან ახლოს არის ბათუმის პორტი სადაც ხომალდების ინტენსიური მიმოსვლა ხორციელდება, მერე ცოტა ჩრდილოეთით მოჰყვება ფოთის პორტი და თუკი კიდევ ერთი ნაღმი მართლა არსებობდა, რომელიც ზღვამ უკან გაიტანა, კაციშვილმა რა იცის რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ეს ნაღმი.
პლუს ამას, არ ვიცით რა რაოდენობით არის ეს ნაღმები. ნაღმები ჯგუფებად, ჯაჭვებად იდება ხოლმე ზღვაში, რომ ჩაკეტოს კონკრეტული მიმართულება სრულად და იმ ჯაჭვში რამდენი ნაღმი იყო კაციშვილის ვერ გვეტყვის მაგას. ისიც კი არ ვიცით, რომელი მხარის მიერ ჩადებულ ნაღმებზეა საუბარია, თუმცა დიდი ალბათობით, თუკი ოდესის მიმართულებას გამოვრიცხავთ გამოდის რომ უფრო მეტად რუსულ ნაღმებზე გვაქვს ეჭვი. ყირიმის ხიდის ტერიტორია როგორც ვიცით, რუსეთს აქვს დანაღმული.
თურქეთი ყოველთვის არის ჩართული პროცესში, რომელიც ეხება საზღვაო ნაღმების განაღმვას. რაც მთავარია, თურქეთს აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობაც, განსხვავებით საქართველოსგან. ჩვენ ხვალვე რომ აღმოვაჩინოთ ნაღმი ტექნიკურად ფაქტობრივი შესაძლებლობები ძალიან დაბალი გვაქვს, არ გვყავს ამ ფუნქციის მატარებელი ხომალდები. ამ ხომალდების ძირითადი ამოცანა ნაღმების ძიება და გნეიტრალებაა, ამ მიმართულებით არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს და ერთადერთი დახმარებისთვის შესაძლოა, მივმართოთ თურქეთს.
საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხი დახმარებას თურქეთი აღმოგვიჩენს“, - ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.
0
0