21/11/2024
13:04
კონფლიქტები
ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
„ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც სიხარულს გამოხატავს. ის აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით დაინტერესებული არ არის. ეს ნათელია და გასაგებია“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც, პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, ვითომ და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცვლევინებ კი არა ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად და ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0