
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ერთ-ერთი პირველი ლიდერია ევროპაში, რომელიც აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში შეხვედრისას გამართულ კამათს გამოეხმაურა.
„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მარტო არ ხართ“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში, შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 მაისიდან
18/05/2026