
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო. მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გადაუკვალიფიცირდათ. ხოლო ბრალდებულები მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.
ცნობისთვის, დავით და გურამ კაკულიებს გამოძიება 27 მაისს, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა.
0
0