The Washington Post-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის მიმდებარე ტერიტორიაზე 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ჰაილენდ პარკის მახლობლად, ლოს-ანჯელესის საგრაფოში, ჰოლივუდის ცნობილი ნიშნისა და გრიფიტის ობსერვატორიის მახლობლად, დაახლოებით 12:20 საათზე, დაფიქსირდა.
მიწისძვრის ბიძგები ასევე იგრძნობოდა ახლომდებარე ქალაქებში, პასადენასა და გლენდეილში და სანაპირო ზოლის ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მანჰეტენის პლაჟი და ელ სეგუნდო.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის შემდეგ ცუნამი მოსალოდნელი არ არის. კალიფორნიის შტატის მასშტაბით, ზარალისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ასევე ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად შენობების დაზიანების ან ადამიანთა დაშავების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.
0
0