
CNN-ის ინფრომაციით, 6 აგვისტოს, ღამით, აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლამონტის მახლობლად, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური აქტივობა ლოს-ანჯელესის ტერიტორიაც დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლამონტის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ბეიკერსფილდიდან 40 კმ დაშორებით, იყო. მომდევნო საათებში, აღნიშნულ ზონაში 2,5-4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის, სულ მცირე, 30 მიწისძვრა - დაფიქსირდა.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტმა სტიქიის ზონაში სავარაუდო ზარალის შესასწავლად ვერტმფრენები დაუყოვნებლივ გაგზავნა.
"ჩვენი სახანძრო დეპარტამენტი აქტიურად შეისწავლის ქალაქის ტერიტორიას და მიწისძვრით გამოწვეულ სავარაუდო ზარალს შეაფასებს", - განაცხადა X-ზე ქალაქის მერმა კარენ ბასმა.
მეხანძრეებს ლოს-ანჯელესში ინფრასტრუქტურისა და შენობების მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღმოუჩენიათ. გეოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში მეწყრის ჩამოწოლის რისკი არ არსებობს.
0
0