აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ხუთსულიანი ოჯახი თავს დაესხნენ და გაძარცვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს 5-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს. მათ ოჯახის წევრები ლენტით მიაკრეს ადგილებზე და დაიწყეს მათი წამება.
კერძოდ, თავდამსხმელებმა გააცხელეს დანა და ჩანგალი მათსავე ღუმელზე, შემდეგ კი გაცხელებული ლითონით თითოეული წევრი აწამეს. ამით მძარცველები ცდილობდნენ ოჯახის წევრები გამოეტეხათ, თუ სად იყო მათი ფული და იარაღი.
შემდეგ ეჭვმიტანილებმა მოიპარეს მრავალი პირადი ნივთი, გაძარცვეს სახლი, თავს დაესხნენ ბავშვებს და წავიდნენ ორი მოპარული მანქანით.
„ნიღბიანი მძარცველები თავს დაესხნენ ჩემს დას, სიძეს და პატარა ბავშვებს. მთელი სახლი გაძარცვეს. ოჯახი ახლა ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად იტანჯება“,- განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
მომხდარზე პოლიცია გამოძიებას აგრძელებს. ოჯახს ერთ-ერთი მანქანა კვლავ არ დაბრუნებია.
0
0