საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები პარიზში თავდაცვის და სტრატეგის ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მომხსენებლებს შორისაა. კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დღეს პანელში მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით „ევროპის ახალი საზღვრები“.
„ძალიან მაღალი დონის ფორუმია, რომელიც აერთიანებს როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოდან. ჩვენი პანელი შეეხება ევროპის ახალ საზღვრებს და თვითონ პანელის დასახელებაც ცხადყოფს იმას, რომ საუბარი იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა, რომ ფრანგმა ორგანიზატორებმა საქართველო ამ ფორუმზე ოფიციალურად მოიწვიეს“, - განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელელგაცია შეხვედრებს გამართავს გენერალურ ასამბლეაში და სენატში.
0
0