
ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ს ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.
უკვე ადგილზე არიან მღვდელმთავრები, ტაძარსა და მის ეზოში იმყოფება მრევლი. ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. შიო III-ს შემოსავენ საკათალიკოსო ბისონით. მას ინტრონიზაციისას გადაეცემა პატრიარქის მთავარი სიმბოლოები - კვერთხი, მიტრა და პანაღია.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრიას (ჯაღმაიძე) განცხადებით, სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, სიმბოლურად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
"სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია იქნება დღეს და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა, ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება. ასე რომ, ბევრი რამ დღეს სასიხარულოა და ერთმანეთს ავსებს“, - აცხადებს აცხადებს დეკანოზი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია (ჯაღმაიძე).
0
0