03/05/2023
23:02
სამართალი
„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი, თითქოს რაღაც სტრესში იყო, ვიღაც ზემოდან ემუქრებოდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ის კი არ მიპასუხებდა, შედიოდა თავის ოთახში და ტიროდა..“, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა და თქვა, რომ მომხდარ შემთხვევამდე მისმა შვილმა ელექტროშოკი იყიდა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ინფორმაციით, მისი შვილის სამუშაო კომპიუტერსა და მეხსიერების ბარათზე, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს, ინახება ისეთი ინფორმაციები, რომელმაც შესაძლოა ეს საქმე თავდაყირა დააყენოს:
„ძალიან ნაღვლიანი იყო, მე ხომ ვუყურებდი, თითქოს რაღაც სტრესში იყო, ვიღაც ზემოდან ემუქრებოდა. ვეკითხებოდი, რა გჭირს, ის კი არ მიპასუხებდა, შედიოდა თავის ოთახში და ტიროდა.. ამბობდა, ძალიან მივქარე, მანდ რომ მივედი [ორგანიზაცია „ზეგ“, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა].. ადვილი არაა, მუშაობას თავი დავანებოო. ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა და ეს ყველაფერი სამსახურის მხრიდან მოხდა. ვიცი, რომ „ფლეშკაში“ და კომპიუტერში საჯარო ინფორმაცია ჰქონდა, რომელსაც შეეძლო ეს საქმე თავდაყირა დაეყენებინა. ამიტომ არც „ფლეშკა“ მომცეს და ახლა გამოდიან და კიდევ რაღაცებს ლაპარაკობენ.“– განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, იგი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
0
0