
ისეთი დღეები, როგორიც 9 მაისია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს დავენახოთ, კიდევ ერთხელ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ის ხალხი კიდევ ერთხელ გავამხნეოთ, რომლებიც უკვე 155-ე დღეა რუსთაველზე უტეხად დგას, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც 9 მაისს, თბილისში, ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პროტესტის და ქუჩაში ბრძოლის დამსახურებაა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ იზოლაციაშია.
„პროტესტი არის ის, რაზეც დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა და ჩვენი თავისუფლება დგას. პროტესტის დამსახურებაა და ჩვენი დაუღალავი, ქუჩაში ბრძოლის დამსახურებაა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ იზოლაციაშია და ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ჩვენ იმედიანად ვართ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებას გადავარჩენთ. ამიტომ ისეთი დღეები, როგორიც 9 მაისია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს დავენახოთ, კიდევ ერთხელ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ის ხალხი კიდევ ერთხელ მეტად გავამხნეოთ, რომლებიც უკვე 155-ე დღეა რუსთაველზე უტეხად დგას. ჩვენი სიმრავლე, ერთად დგომა და იმის დემონსტრირება, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა დავიძახებთ, ჩვენ თავისუფალი საქართველოს ქომაგებს და ქვეყნის პატრიოტებს შეგვიძლია ერთად დადგომა. ამიტომ ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ 9 მაისის აქციაზე, „ლელო- ძლიერი საქართველო“, რა თქმა უნდა, სრული შემადგენლობით იქნება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
0
0