26/12/2022
15:47
პოლიტიკა
"ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან“ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ყველა ყველას ახლობელია, ამიტომ არ იცის რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა გაჭიანურდა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია.
"ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?!" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან“ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ყველა ყველას ახლობელია, ამიტომ არ იცის რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა გაჭიანურდა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობდა იმაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია.
"მე არავის ნდობა აღარ მაქვს უკვე. ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?! კვლევა ჩაუტარეს ყველაზე კარგ ლაბორატორიაში და ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით ცნობილი ტოქსიკოლოგი წერს თავის ინტერპრეტაციას. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. უცხოელი ექიმების დასკვნაში პირდაპირ წერია მძიმე მეტალები და დასახელებულია დარიშხანი და ვერცხლისწყალი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0