
საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი სალომე გაბელაშვილი თხოვნით მიმართავს, რომ პირადად მშობლებს შეხვდეს.
მისი თქმით, გვერდში დადგომა არ არის პოლიტიკის ნაწილი და დასძენს, რომ მათ ვერავინ ვერ გამოიყენებს პოლიტიკურად.
„თუ არ გვეუბნება უარს და მისთვის ვართ ძვირფასი მოქალაქეები, შეგვხვდეს მშობლებს. მოგვისმინოს - მშობლებს. თუ არ გვეუბნება დედებს უარს, გამონახოს ჩვენთვის ნახევარი საათი და შეგვხვდეს. ჩვენ 16 თვეა მარტო მოვდივართ, არანაირი პოლიტიკა, ჩვენ ჩვენი შვილებისთვის ვიბრძვით.
ბატონო პრემიერ-მინისტრო კიდევ მოგმართავთ, შეგვხვდით თუ არ გვეუბნებით უარს. საკმარისად მოვიცადეთ 16 თვე. ძალიან გთხოვთ, პირადად შეგვხდეთ დედებს. რამდენი ხანი უნდა მოვიცადოთ? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ვითხოვთ შვილების ჯანმრთელობისთვის“, - სალომე გაბელაშვილი.
0
0