
ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლიეტუვის ელჩის, დარიუს ვიტკაუსკასის განცხადებას, რომ "ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია, ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები."
"ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად, ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან." - წერს შალვა პაპუაშვილი
0
0