14/02/2022
17:28
პოლიტიკა
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, მას გახარიასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს და სანამ პასუხებს არ მიიღებს, იქამდე ამ თემაზე დეტალურად ვერ ისაუბრებს.
ჩარკვიანს სურს, რომ გახარია ოპოზიციონერად წარმოიდგინოს, თუმცა ამას ჯერ ვერ ახერხებს.
„ბატონი გახარია პრემიერ მინისტრი იყო, თან თვალების დათხრის შემდეგ დაწინაურებული, რომლის პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია, არც ბოდიში მოგვისმენია ამ ჩადენილზე. პირველი პირი უკვე იყო და ვთქვათ, ახლა კვლავ გახდა პირველი პირი, სადღაც კიდევ და რას უნდა ველოდო? რას იზამს?
გახარია იყო პრემიერ მინისტრი, ვერაფერი ვერ ქნა და აი, ახლა საკრებულოში ოპოზიცია იქნებაო და რა ვიცი, ესე იგი ოპოზიცია იყო მაშინ, როცა პრემიერ მინისტრი იყო გახარია? აი, აქ არის ისეთი გაურკვევლობა, რომელზედაც მან პასუხი უნდა გასცეს და ვერ გვცემს პასუხს, როცა მოვისმენ მაშინ ვისაუბრებ ზუგდიდზე“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
0
0