
ძალადობა მიუღებელია. ძალადობას ხშირად მხოლოდ ფიზიკურ ძალადობასთან აკავშირებენ. ძალადობა არის ბულინგიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„მაგალითისთვის, ძალადობა არის, როდესაც ახალგაზრდა ცდილობს „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელების ცოცხლად დაწვას და მეორე მხრიდან კონკრეტული პოლიტიკოსები და პარტიები ამ ადამიანის გმირად წარმოსახვას ცდილობენ. ეს არის უმძიმესი ფაქტი და სწორედ ასეთი ფაქტები ახალისებს ძალადობას. ჩვენ თუ მართლა გვინდა ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს, ასეთი ფაქტები პოლიტიკური ინტერესებისთვის კი არ იყოს გამოყენებული, არამედ დავდგეთ და ვთქვათ, რომ ეს მიუღებელია. როგორ შეიძლება გმირად გამოიყვანო ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა? ეს მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
0
0