24/11/2023
14:03
მსოფლიო
დუბლინში, დაწყებით სკოლა Gaelscoil Choláiste Mhuire-თან სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, დაკავებულია 34 ადამიანი.
შეტაკების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა პოლიციის 11 მანქანა, ასევე 13 მაღაზია,“ - იუწყება ირლანდიის პოლიცია.
ირლანდიური მაუწყებლის RTÉ-ის ინფორმაციით, დუბლინის ცენტრში, სასწავლო დაწესებულებასთან მომხდარი დანით თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი და მასწავლებელი დაჭრეს. ხუთი წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა.
ქალაქის პოლიციის ოფიცრების დახმარებაში ირლანდიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურები ჩაერთო.
BBC-ს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ირლანდიის მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში 20 წელია ცხოვრობს.
,,თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, სრულიად გაურკვეველია. ჩადენილ დანაშაულში ბრალი მიუძღვის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე გიჟურ, ხულიგნურ ფრაქციას,“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ირლანდიის პოლიციის ძალების ხელმძღვანელმა დრიუ ჰარისმა.
0
0