
"დუბაის შოკოლადი" შესაძლოა ობის კვალს შეიცავდეს. ინფორმაციას spiegel-ი ავრცელებს. გამოცემა tiftung Warentest-ის კვლევას ეყრდნობა, რომლებმაც "დუბაის შოკოლადის" 6 სხვადასხვა ფილას ჩაუტარეს ტესტირება.
ფილები, რომლებიც პოზიციონირებულია, როგორც პრემიუმ პროდუქცია, ახლა შოკოლადის სხვადასხვა მწარმოებლებისა და ბრენდებისგან არის ხელმისაწვდომი. ცოტა ხნის წინ, კიოლნის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა - იმისათვის, რომ შოკოლადი "დუბაის შოკოლადად" ჩაითვალოს, საერთოდ არ არის საჭირო, რომ ის ემირატებში იყოს წარმოებული, რითაც გააუქმა სხვა სასამართლოს საპირისპირო გადაწყვეტილება.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, შოკოლადი დუბაიშია წარმოებული თუ სხვაგან, ხშირად ხარისხი საყურადღებოა და მოლოდინს არ შეესაბამება. Stiftung Warentest-ს სურდა გაერკვია, შეესაბამება თუ არა ეს ტენდენცია სიმართლეს. მათ ლაბორატორიაში "დუბაის შოკოლადის" ექვსი სხვადასხვა ფილა გაგზავნეს და შედეგები დიდწილად იმედგამაცრუებელი იყო.
როგორც spiegel-ი განმარტავს, დუბაიდან იმპორტირებულ შოკოლადში აღმოჩენილია ობი. მათი ცნობით, დუბაიდან მიღებულ იყო, Fex-ის და Le Damas-ის "Dubai Chocolate Kunafa & Pistachio"-ს შოკოლადები, რომლებიც შეიცავდა "მნიშვნელოვან" რაოდენობას 3-მონოქლოროპროპანდიოლს და გლიციდილესტერს. ცხიმოვანი დამაბინძურებლები ხშირად რაფინირებულ პალმის ზეთში გვხვდება და პოტენციურად კანცეროგენად განიხილება. ამასთან, Le Damas-ის პროდუქტები "მნიშვნელოვნად" იყო დაბინძურებული ობის აფლატოქსინებით, კანცეროგენით, რომელიც ჩვეულებრივ ფისტაში გვხვდება.
როგორც Stiftung Warentest-ის წერს, "შოკოლადის ჭამას არავითარი გავლენა არ უნდა ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა, მავნე ნივთიერებების ასეთი გამოვლენა შეუთავსებელია უმაღლესი ხარისხის დაპირებასთან“.
0
0