28/11/2024
22:45
პოლიტიკა
მე მინდა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავარი ახლა ღირსება და სამშობლოა.
„დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა პირობები არის, როგორიც არის, თითქოს მზარდი ეკონომიკაა, სადაც ვიცით, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0