26/07/2024
10:17
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თეთრ სახლში ვიზიტ მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ჰარისის შეფასებით, შეხვედრა "გულწრფელი და კონსტრუქციული იყო".
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი "შეშფოთება" ღაზაში ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით.
”დროა, ეს ომი დასრულდეს”, - თქვა ჰარისმა თეთრ სახლში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ და ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გზის აუცილებლობას.
„ამერიკას ურყევი ვალდებულება აქვს ისრაელის მიმართ, ხოლო ისრაელს - თავდაცვის უფლება და მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ამას. ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია. ჩვენს თავს ვერ მივცემთ უფლებას, რომ ავიტანოთ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა; მე არ გავჩუმდები.
მოდით, შევასრულოთ შეთანხმება, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ომის დასასრულებლად. მოდით, დავაბრუნოთ მძევლები სახლში და მივცეთ შვება პალესტინელ ხალხს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.
0
0