01/01/2024
11:22
მსოფლიო
დონეცკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა - ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ახალი წლის დადგომისთანავე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებით დონეცკის ცენტრის დაბომბვა დაიწყეს. ყველას ვთხოვთ, დარჩნენ თავშესაფრებში და არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში. დაბომბვა შეიძლება განმეორდეს ნებისმიერ მომენტში, - მიმართა მოსახლეობას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გუბერნატორმა დენის პუშილინი.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით 02:00 საათისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 13 ადამიანი.
ადგილობრივი ოპერატიული სამსახურების ცნობით, დაღუპულთა და დაჭრილთა შორის თითო-თითო სამხედრო კორესპონდენტია.
რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა კოლეგების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა განზრახ დაარტყეს დონეცკის მშვიდობიან უბნებს, მათ შორის სასტუმროს Donbass Palace-ის, სადაც არ არის სამხედრო შტაბი, არ არის განლაგებული ქვედანაყოფები და არ ცხოვრობენ სამხედრო მეთაურები.
0
0