
პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ, განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობას ახლადარჩეულ სახელმწიფოს მეთაურთან, კაროლ ნავროცკისთან თანამშრომლობა მოუწევს.
„პოლონეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და ჩვენი უსაფრთხოების ამაზე დაფუძნება, ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება მხოლოდ პოლონეთის არმიის გაძლიერებით, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის განვითარებით მის ყველა რეგიონში პოლონეთის თანაბარი განვითარების გზით, ეს არის მიმართულება, რომელიც პოლონელებმა გუშინდელ არჩევნებზე აირჩიეს. უღრმესი მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და მთავრობისთვის ეს ასევე ცალსახა სიგნალია პოლონელებისგან, რომ ისინი ასეთ პოლიტიკას ელოდებიან“, -განაცხადა დუდამ.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.
0
0