
მშვიდობა უკრაინაში სულ უფრო ახლოვდება - მეტიც, ბოლო დღეების მოლაპარაკებების მთავარი შედეგი გახდა აშშ-ის დეკლარაცია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაც უკრაინაში ამერიკული ჯარების განლაგებასაც მოიცავს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.
„ჩვენ შევაფასეთ სერიოზული მოლაპარაკებების პირველი ეტაპის შედეგი, რომელშიც უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირისა და კანადის ლიდერები მონაწილეობენ. მშვიდობა ჰორიზონტზე გამოჩნდა. ეჭვგარეშეა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენებს, რომელიც იძლევა საფუძველს იმედი გვქონდეს, რომ ეს ომი შეიძლება სწრაფად დასრულდეს. თუმცა, ეს ჯერ კიდევ მხოლოდ იმედია და 100-პროცენტიან დარწმუნებამდე ჯერ კიდევ შორს ვართ“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
ტუსკის თქმით, აშშ-მა დააფიქსირა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მოიცავს ამერიკული ჯარების ყოფნას, მაგალითად, საზღვარზე ან უკრაინასა და რუსეთს შორის გამყოფ ხაზზე.
„ეს ცალსახა დეკლარაციები პირველად გაჟღერდა. ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრულები იქნებიან ჩვენი პარტნიორები ატლანტის ოკეანის მეორე მხრიდან, თუმცა ეს იძლევა იმედს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. წარმატებად კი მე ომის დასრულებას მივიჩნევ“, - დასძინა პოლონეთის პრემიერმა.
0
0
ყაზახეთში ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს
30/12/2025