
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ანკარიდან დაბრუნებისას თვითმფრინავი უსაფრთხოების მიზნით შეიცვალა. ამის შესახებ კი აშშ-ის დელეგაციის უმრავლესობას ინფორმაცია არ ჰქონია.
ჟურნალისტებმა ტრამპს ე.წ. სპეცოპერაციის შესახებ ჰკითხეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებით მოქმედებდა.
„ეს საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების გადაწყვეტილება იყო. მე მხოლოდ ვასრულებ იმას, რასაც ისინი მთხოვენ“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ საფრთხის შესახებ ინფორმაცია არსებობდა, თუმცა ტრამპს დეტალების შესახებ არ უსაუბრია. დონალდ ტრამპის განმარტებით, მისი თვითმფრინავი Air Force One ინგლისში გაფრინდა და იქ მოხდა თვითმფრინავების გაცვლა. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სავარაუდოდ სწორედ ის თვითმფრინავი, რომლითაც თავად გაფრინდა, უფრო მეტი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
მუქარების შესახებ საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ გაკვირვებული არ არის და მსგავს მუქარებს რეგულარულად იღებს.
„მე ბევრ მუქარას ვიღებ, რომელზეც თქვენ არაფერი იცით. უმნიშვნელო პრეზიდენტები მუქარას არ იღებენ. ალბათ მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი, რადგან თითქმის ექვსი წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც მე გავაკეთე“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ირანთან ურთიერთობაზე და განაცხადა, რომ თეირანს არ ენდობა.
„მე ირანს არ ვენდობი. ვინ თქვა, რომ მე ირანს ვენდობი? მე ვარ ბოლო ადამიანი, ვინც ირანს ენდობა. ისინი მუდმივად მატყუებდნენ. ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი ჩვენ გვაქვს. სრული კონტროლი ჩვენ გვაქვს, ეს სრუტე ჩვენია“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც ტრამპი ანკარაში გამართული ნატო-ს სამიტიდან არა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არამედ სხვა სამხედრო თვითმფრინავით დაბრუნდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამის მიზეზი ირანის მხრიდან მისი ლიკვიდაციის მცდელობის საშიშროება იყო.
0
0
დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა
12/08/2026