10/10/2025
10:10

გულწრფელად რომ ვთქვა, ესპანეთი ნატო-დან უნდა გააგდოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტაბთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა ფინეთის პრეზიდენტი მხარდაჭერის გამო შეაქო, ესპანეთი კი, თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ წინააღმდეგობის გამო გააკრიტიკა.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ფინეთთან და ნატო-სთან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როგორც იცით, მე ვთხოვე, რომ მათ [თავდაცვის ბიუჯეტი] ხუთი პროცენტი გადაეხადათ და არა ორი პროცენტი. და ეს პრაქტიკულად ერთხმად მოხდა. ჩვენ გვყავდა მხოლოდ ერთი ჩამორჩენილი. ეს იყო ესპანეთი. ესპანეთი. თქვენ უნდა დაურეკოთ მათ და გაარკვიოთ, რატომ არიან ჩამორჩენილები“,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ესპანეთზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ის ალიანსიდან უნდა გააგდონ.
„მათ არ აქვთ საბაბი, რომ არ გააკეთონ ეს, მაგრამ არა უშავს. იქნებ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნატო-დან უნდა გააგდოთ ისინი“,- განაცხადა ტრამპმა.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025