
„დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს „უკუშედეგი“ აქვს. ტრამპმა გააორმაგა „რესპუბლიკელების“ უპირატესობა 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატ რონ დესანტისთან მიმართებით,“ - განაცხადა კალიფორნიაში რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა წარმომადგენელმა ჯენიფერ კერნსმა.
მისი თქმით, აშშ-ის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმე „პოლიტიკური დევნას“ წარმოადგენს დემოკრატების მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ უკმაყოფილონი არიან 2016 წლის არჩევნების შედეგით, ანუ, როდესაც დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა.
„150 მილიონი ამერიკელი ფიქრობს, რომ ეს სასამართლო პროცესი მათაც ანალოგიურად ეხებათ, როგორც დონალდ ტრამპს და ახლა ეს პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. ნიუ-იორკში მცხოვრებ ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც, გვაინტერესებს, თუ რატომ არ აწუხებს რაიონის პროკურორს ისეთი პრობლემა, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ვგულისხმობ ყოველდღიურ დანაშაულებათა ჩადენის ფაქტებს. დღეს ჩვენ 200 მილიონი დოლარი დავხარჯეთ, რადგან „დემოკრატებმა“ ვერ დაძლიეს 2016 წლის არჩევნების შედეგები“, - დასძინა ჯენიფერ კერნსმა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რომლის მიხედვითაც, აშშ "ჯოჯოხეთისკენ მიექანება", კერნსმა თქვა: „როგორც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და საგარეო პოლიტიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, ეს ასეა".
„დონალდ ტრამპმა ჩვენთვის, ამერიკელებისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო. მისი პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში ვერავინ ბედავდა ჩრდილოეთ კორეიდან ბირთვული რაკეტის გაშვებას, ახლა კი ჩინური ჯაშუშური აეროსტატები თავზე დაგვტრიალებს", - თქვა კერნსმა.
0
0