
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, სტივენ მილერმა განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ეს არის საკითხი, რომელიც პრეზიდენტისთვის კვლავ პრიორიტეტია ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოგვარება.“- აღნიშნა მილერმა.
სტივენ მილერის თქმით, ძირითადი მიზანია ევროპაში მშვიდობის მიღწევა, ასევე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეწყვეტა.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა უარი თქვა ეპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი გეგმის შესახებ დასმული შეკითხვისთვის.
ცნობისთვის, Financial Times-მა ე.წ. სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები გაავრცელა, რომელიც გამოცემის წყაროების განმარტებით, მაიამიში შეიმუშავეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. წყაროების ცნობით, ახალი გეგმა კიევის მხრიდან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს.
0
0