
ვფიქრობ, ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი კარგ საქმეს გააკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა „ეიბისი ნიუსის“ ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსწონს უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი.
„ვფიქრობ, ახალი პრემიერ-მინისტრი კარგ საქმეს გააკეთებს – ის კარგი ადამიანია“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მადიარი ადრე ორბანის პარტიის წევრი იყო და მსგავსი შეხედულებები აქვს მიგრაციასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, არ იცის, შეიცვლებოდა თუ არა რაიმე, თუ ის ჯეი დი ვენსის ნაცვლად უნგრეთში წავიდოდა ორბანის მხარდასაჭერად.
„ორბანი მნიშვნელოვნად ჩამორჩა. მე ამ საკითხში დიდად არ ვიყავი ჩართული, თუმცა ვიქტორი კარგი ადამიანია“, – აღნიშნა ტრამპმა.
0
0