დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე ქეროლაინ ლევიტის კანდიდატურას განიხილავს - როიტერი
16/11/2024
15:42
მსოფლიო
A-
+A
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის კანდიდატად 27 წლის ქეროლაინ ლევიტი შეარჩია.
სააგენტო ტრამპის მრჩევლებზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიტმა არჩეული პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვა იმით, რომ მას ინტერვიუებში აქტიურად იცავდა.
ლევიტი ტრამპის კამპანიას 2024 შეუერთდა და მისი გარდამავალი გუნდის მთავარი სპიკერი იყო.
თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე ლევიტი თუ დაინიშნება, ამ პოსტზე ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი იქნება. თეთრი სახლის წინა ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი რონ ზიგლერი იყო, რომელმაც თანამდებობა 29 წლის ასაკში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დაიკავა.
0
0
26
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%